The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ზურაბიშვილი

ზურაბ ზურაბიშვილი
Date of birth:1 September, 1973  (51 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; 1990-1993წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; დაამთავრა ზალცბურგის მოცარტერიუმი ხელოვნების მაგისტრის დიპლომით 2002 წელს; გავლილი აქვს მასტერკლასები: ბერნდ ბეიკლთან, შერილ მილნესთან, ლორენ ნუბართან, პაატა ბურჭულაძესთან და სხვა.

2003 წელს ავსტრიის კულტურის მინისტრმა მომღერალი დააჯილდოვა ღირსების ორდენით, რომელიც მთელი ავსტრიის მასშტაბით წელიწადში მხოლოდ ერთ ხელოვანზე გაიცემა. ამის შემდეგ ჰქონდა მოსმენა აუგსბურგის (გერმანია) ოპერაში, სადაც 83 ტენორს შორის გამოარჩიეს და ასე დაიწყო მისი საოპერო კარიერა. მის მიერ აუსბურგში ნამღერი პირველი ოპერა იყო დე ალბერტის "შავი ორქიდეა". "ტოსკას" შემდეგ მომღერალმა უკვე ძალიან ბევრი წინადადება და შემოთავაზება მიიღო. მოწვევები ჰქონდა გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ოპერებიდან, რომელთა სცენებზეც წარმატებით იმღერა. 2006 წლიდან კი გადავიდა დარმშტადტის სახელმწიფო თეატრში, სადაც შეასრულა ისეთი პარტიები, როგორებიცაა: მანრიკო - "ტრუბადურში", რადამესი - "აიდაში", კალაფი - "ტურანდოტში" და მაურიციო "ადრიანა ლეკუვერში". 2005 წელს ორმაგი ჯილდო აიღო ავსტრიაში, გრაცში, ტალიავინის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (Ferruccio Tagliavini), სადაც 400 მონაწილე იყო. 2010 წლიდან ის ესენის ოპერის თეატრის მთავარი ტენორია. ესენში მისი პირველი სპექტაკლი იყო - პუჩინის "ბოჰემა". სპექტაკლის შემდეგ გამოვიდა ინტერნაციონალური საოპერო ჟურნალი, რომელიც ვენაშიც გამოიცემა, სადაც მომღერლის შესრულებას უმაღლესი შეფასება მისცეს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, გერმანული მუსიკის კურსი მიჰყავს პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიაში, რომელსაც ქართველი სოპრანო ნინო ლეჟავა ხელმძღვანელობს.

წყარო: ქართულ-ამერიკული მედია პლატფორმა Speech-ი: speech.gezurabzurabishvili.com


Share: