The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედორე ლობჯანიძე

დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1906
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 1975  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღები, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ამიერკავკასიის 26 ბაქოელი კომისრის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტი 1933 წელს.

1933-1946 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1946-1950წწ. იყო თსუ-ის პოლიტეკონომიის კათედრის თანამშრომელი, 1968-1973წწ. ეკავა პროფესორის თანამდებობა; 1973 წლიდან ამავე კათედრის კონსულტანტია.
მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეხება კაპიტალისტურ კვლავწარმოებისა და სოციალიზმის გეგმაზომიერი განვითარების პრობლემებს. 1939-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1970).

წყარო: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია:  georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.402

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: