შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ ელექტრიკოსის სპეციალობით 1971 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის მუსიკოს შემსრულებლის საფორტეპიანო კლასი (პროფესორ თამარ ჩარექიშვილის კლასი) 1975 წელს. 1971-1975 წწ. იყო მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ტექნოლოგიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1977 წწ. ექიმთა დახელოვნების საკავშირო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი; 1977-1995 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 1995-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრის გამგის მოადგილე სასწავლო დარგში, დოცენტი; 2005 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი; 2005-2021 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2021 წლის 9 სექტემბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი. საქართველოს განთლების ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2005). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |