შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კრავეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა კულაშის ორკლასიანი სასწავლებელი. მუშაობდა რკინიგზის სარემონტო უბანზე დურგლის შეგირდად; 1917 წლამდე სამტრედიის დრამატული წრისა და მომღერალთა გუნდის აქტიური წევრია; 1919 წელს ჩამოდის თბილისში და მეცადინეობს კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე; 1923-1924წწ. მუშაობს სახალხო სახლში მსახიობად; 1925-1926წწ. იღებს მიწვევას ჭიათურის თეატრში; 1928-1930წწ. სანკულტურის თეატრის წამყვანი მსახიობია; 1931 წელს ხელმძღვანელობის მოთხოვნით გადადის რუსთაველის თეატრში; 1935 წლიდან მუშაობს სადეკორაციო საამქროს კონსტრუქტორად, გამგედ, იმავე დროს, სცენის ინსპექტორად და მსახიობად; 1941-1947წწ. შეთავსებით ასრულებს სადადგმო ნაწილის გამგის მოვალეობას. 1948 წელს ხელმეორედ იქნა დანიშნული ამ თანამდებობაზე. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.67 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |