The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქუჩუ ქავთარაძე

ქუჩუ ქავთარაძე
Legal name:დიმიტრი ქავთარაძე
Other name:დემონი  (Pseudonym)
Date of birth:1890
Date of death:20 January, 1910  (at 20 years)
Burial location:სოფელ ძველი სენაკის სასაფლაო, სენაკის რაიონი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი, სამეგრელო.

დაამთავრა ძველი სენაკის ქართული სათავადაზნაურო სკოლა 1906 წელს; იმავე წლის შემოდგომიდან თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფე გახდა.

სემინარიის გამორჩეული მოსწავლე თავის ლექსებს პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა. ახალგაზრდა გალაკტიონისთვის დიდად გასახარებელი იყო, რომ სულ მალე ის სახელმოხვეჭილი დემონის გვერდით დააყენეს. ქუჩუ და გალაკტიონი მალე დამეგობრდნენ, ხშირად იყვნენ ერთად და ამ წუთებს გალაკტიონი უბედნიერესად თვლიდა. ქუჩუმ მიიყვანა ის ჟურნალ "საქართველოში". ისინი ერთმანეთსაც უძღვნიდნენ ლექსებს. ერთ-ერთი პოემა "შანშე" გალაკტიონმა დემონის ხსოვნას მიუძღვნა. დრო გადის და ლაღ ცხოვრებას შეჩვეულ ქუჩუ ქავთარაძეს სულ უფრო უჭირს, რადგან სემინარია აუტანელ რეჟიმსა და გაუსაძლის პირობებს ქმნის. ქუჩუ მეგობრებთან ერთად იბრძვის შექმნილი ვითარების შესაცვლელად. აარსებს ხელნაწერ ჟურნალ "წვეთს". "დემონისა" და "ბონაპარტის" ფსევდონიმებით თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში, სადაც მკაცრ, მამხილებელ წერილებს ათავსებს არა მხოლოდ სემინარიის, არამედ საერთოდ, ქართველი საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე. სასწავლებელში ჩამოყალიბებული იყო "საამხანაგო წრე", რომლის წევრები იყვნენ ქუჩუ ქავთარაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ანდრო ანჯაფარიძე და სხვები. მათ საქმიანობას კონკრეტული მიზანი ჰქონდა - გამოეფხიზლებინა მოსწავლე-ახალგაზრდობა და გაეუმჯობესებინა ხალხის ცხოვრება. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.

წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის"  ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.geთავისუფლების მოტრფიალე პოეტი - დემონი : ქუჩუ ქავთარაძესთან გატარებულ წუთებს გალაკტიონი უბედნიერესად თვლიდა / მამუკა შელეგია ; მოამზადა ნანული ზოტიკიშვილმა // გზა : საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი : გაზეთ "კვირის პალიტრის" დამატება. თბილისი, 2023.-23-29 მარტი. N 12 (1189).-გვ. 66-67


Share: