Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კუპრეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი დაამთავრა ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1960-1964წწ. ვ. კუპრეიშვილი ქუთაისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელია; 1964-1970წწ. სათავეში ჩაუდგა ქართული ცეკვების ახალგაზრდულ ანსამბლს, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი; 1970-1977წწ. ქუთაისის N2 კულტურის სახლის დირექტორია; 1977-1991წწ. მუშაობდა იმერეთის რეგიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარედ, ხოლო 1991 წლიდან საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის იმერეთ, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა, პარალელურად, 1991 წლიდან მუშაობს ქუთაისის დ. უშვერიძის სახელობის ქორეოგრაფიული სტუდიის დირექტორად. ვ. კუპრეიშვილს, როგორც ქართული ცეკვების შემსრულებელს, ქორეოგრაფსა და უნარიან ორგანიზატორს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციის, ბავშვთა და მოზარდთა ესთეტიკური აღზრდისა და პროფესიული დაოსტატების საქმეში. ის თანამშრომლობდა თეატრებთანაც, 1964-1965წწ. ქორეოგრაფიული დადგმები განახორციელა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში რ. ბეროძის სპექტაკლში "ხარებული" და ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეტრში ლ. ნუცუბიძის პიესისთვის "რწყილი და ჭიანჭველა". არის რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ლაურიატი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.71 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |