შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ახმეტელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. პირველი ნაბიჯები შემოქმედებაში 1953 წელს თბილისის ცენტრალური კულტურის სახლის ქართული საკრავების თვითმოქმედ ანსამბლში გადადგა, რომელსაც ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მარიამ არჯევანიშვილი ხელმძღვანელობდა; 1956-1958წწ. მუშაობდა რუსთაველის თეატრში სტატისტად; 1959 წლიდან მუშაობს ოზურგეთის თეატრში; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მორისი (ნ. ნიშნიანიძის "ვისთან არის მაკო"), არჩილ სავანელი (ალ. ჩხაიძის "ხიდი"), ვანიჩკა (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), გოდაბრელიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), შოშია ( ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), დურმიშხანი, მიტუა (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), კოწია (ა. გეწაძის "ყარამან ყანთელი"), აიმანი (ალ. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ნესტორ კალანდარიშვილი (ალ. შენგელიას "ციმბირელი პაპა"), ავეტიკი (ალ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), ჟორჟ დანდენი (მოლიერის "გაბრიყვებული ქმარი"), გაიოზი (თ. ჭილაძის "მკვლელობა"), აგნოსტიოსი (გ. ფიგეირედოს "ეზოპე"), გივი (ლ. თაბუკაშვილის "დედაჩემის საყვარელი ვალსი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.74-75 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |