შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ქიქოძე-შარაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
მუშაობდა პედაგოგად ახალციხეში, ბახვის და ძიმითის სკოლებში. 1874 წელს ბახვში დაწყებითი სკოლა გაიხსნა, სადაც ნინო ქიქოძე თავის მეუღლესთან, გიგო შარაშიძესთან ერთად მოღვაწეობდა. 1905 წელს შარაშიძეების ოჯახი იძულებული გახდა ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი ჭიათურაში გადასულიყო, სადაც ისინი ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ და 1906 წელს ქალთა სკოლა დააარსეს. საბოლოოდ ისინი კვლავ ბახვში დაბრუნდნენ და საცხოვრებლად დამკვიდრდნენ. 1911 წელს გიგო და ნინო შარაშიძეებმა თავი დაანებეს პედაგოგიურ საქმიანობას. 1925 წელს მათ ოზურგეთში პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დიდი იუბილე გადაუხადეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინო შარაშიძის მოღვაწეობა ხალხში მეაბრეშუმეობის ცოდნის ფართოდ გავრცელებისთვის, მან ბახვის სკოლასთან მოაწყო სამაგალითო "საყაჭე" - აბრეშუმის ჭიის სახლი. ნინო ქიქოძესა და გიგო შარაშიძეს ჰყავდათ შვილები: შალვა-მწერალი, იუმორისტული ჟურნალის "მათრახის" დამაარსებელი და რედაქტორი, მეცნიერი და ისტორიკოსი. თამარ შარაშიძე-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, ნიკოლოზ ქარცივაძის მეუღლე. ისტორიკოსი ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე - საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. დავითი - ასევე ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. ნინო ქიქოძე-შარაშიძე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან. ბეჭდავდა კორესპონდენციებს, პოპულარულ სამეცნიერო წერილებსა და თარგმანებს "ჯეჯილში", "ნაკადულში", "ივერიაში", "დროებაში", "ახალ სოფელში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. გაბრიელ ქიქოძის ძმიშვილი.
წყარო: სოფელი ბახვი / ცირა ნიკოლაიშვილი, შალვა თავართქილაძე.-თბ., 2003.-გვ.664-674
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |