The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ქიქოძე-შარაშიძე

ნინო ქიქოძე-შარაშიძე
Legal name:ნინო ქიქოძე
Date of birth:1856
Date of death:1945  (at 89 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Translator, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
მუშაობდა პედაგოგად ახალციხეში, ბახვის და ძიმითის სკოლებში. 1874 წელს ბახვში დაწყებითი სკოლა გაიხსნა, სადაც ნინო ქიქოძე თავის მეუღლესთან, გიგო შარაშიძესთან ერთად მოღვაწეობდა. 1905 წელს შარაშიძეების ოჯახი იძულებული გახდა ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი ჭიათურაში გადასულიყო, სადაც ისინი ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ და 1906 წელს ქალთა სკოლა დააარსეს. საბოლოოდ ისინი კვლავ ბახვში დაბრუნდნენ და საცხოვრებლად დამკვიდრდნენ. 1911 წელს გიგო და ნინო შარაშიძეებმა თავი დაანებეს პედაგოგიურ საქმიანობას. 1925 წელს მათ ოზურგეთში პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დიდი იუბილე გადაუხადეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინო შარაშიძის მოღვაწეობა ხალხში მეაბრეშუმეობის ცოდნის ფართოდ გავრცელებისთვის, მან ბახვის სკოლასთან მოაწყო სამაგალითო "საყაჭე" - აბრეშუმის ჭიის სახლი. ნინო ქიქოძესა და გიგო შარაშიძეს ჰყავდათ შვილები: შალვა-მწერალი, იუმორისტული ჟურნალის "მათრახის" დამაარსებელი და რედაქტორი, მეცნიერი და ისტორიკოსი. თამარ შარაშიძე-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, ნიკოლოზ ქარცივაძის მეუღლე. ისტორიკოსი ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე - საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. დავითი - ასევე ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. ნინო ქიქოძე-შარაშიძე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან. ბეჭდავდა კორესპონდენციებს, პოპულარულ სამეცნიერო წერილებსა და თარგმანებს "ჯეჯილში", "ნაკადულში", "ივერიაში", "დროებაში", "ახალ სოფელში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. გაბრიელ ქიქოძის ძმიშვილი.
წყარო: სოფელი ბახვი / ცირა ნიკოლაიშვილი, შალვა თავართქილაძე.-თბ., 2003.-გვ.664-674

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი (1917-)

Share: