შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალენტინა ვოინოვა-პაპიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სარატოვი, რუსეთის ფედერაცია. დაამთავრა სარატოვის მოზარდ მაყურებელთა თეტრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი 1960 წელს. 1960-1961წწ. მუშაობდა სიმფეროპოლის (უკრაინა) რუსულ დრამატულ თეტრში; 1961 წლიდან თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დუნიაშა (ფ. დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი"), ვერა ვასილიევნა (ვ. როზოვის "როჭოს ბუდე"), პონსია (ფ. გარსია-ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), ლუიზა (შ. პენოს "იყავით ჯანმრთელი"), ფილუმენა (ბ. რადნოკეს "ქვრივთა ნუგეშისმცემელი"), პოდრეზოვა (ა. გალინის "აღმოსავლეთის ტრიბუნა"), სერაფიმა (ნ. ერდმანის "თვითმკვლელი"); დედოფალი (ანდერსენის "პრინცესა და მეღორე") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.75 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |