Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია სულუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ერთაწმინდა, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის თეატრალური განყოფილება მსახიობის სპეციალობით; შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი 2004 წელს. 1967 წლიდან მესხეთის თეატრის მსახიობი, ხოლო 1994 წლიდან თეატრის დირექტორია; 1970 წელს ახალციხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩამოაყალიბა საბავშვო თეატრი; 1990 წლიდან თსუ-ის მესხეთის ფილიალში ახალგაზრდული სპექტაკლების, ლიტერატურული საღამოების, სტუდენტური დღეების და სხვა ღონისძიებების რეჟისორი და ორგანიზატორია; 2003-2004წწ. ვაშიგტონში (აშშ) გაიარა ხელოვნების მენეჯმენტის სტაჟირება; ლ. სულუაშვილის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნენო, მლოცველი ქალი, ქეთევანი, მაგდა (ო. ჩხეიძის "თევდორე", "ქეთევანი", "ვისია, ვისია"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), დედოფალი მარია (ვ. ჰიუგოს "მარია ტიუდორი"), მაიკო (აკ. წერეთლის "ბუტიაობა"), ია, კესარია (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ბაბო (თ. ჭილაძის "დავიწყებული ამბავი"), გაზი (რ. ტომას "რვა მოსიყვარულე ქალი"); ელისაბედი (რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), მარიამი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), ზეინაბი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ტასო (მ. ჯავახიშვილის "მუსუსი"), კატარინა ( უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), ხაზო (აკ. გეწაძის "ბერბიჭას აღსარება"), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ანეტა (ნ. ლორთქიფანიძის "სოფლის აშიკი"), წამყვანი (ი. გრიშაშვილის "ძველი თბილისის ბოჰემა"), ქოსა, მრჩეველი, წუნია (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა") და სხვ.; მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ღირსებას მატებს სადადგმო-რეჟისორული ნამუშევრები; წლების მანძილზე ხელმძღვანელობას უწევა ახალციხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მის მიერ ჩამოყალიბებულ საბავშვო თეატრს. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.82-83; ჟურნალ "სარკის" ვებგვერდი": sarkenews.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |