შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. თბილისი. 1939 წელს დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებელი ვოკალური განხრით 1939 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური სპეციალობა 1945 წელს (ო. შულგინას კლასი). 1945 წელს მუშაობს როგორც მსახიობ-მომღერალი ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრში, სადაც 50 წლიანი მოღვეწეობის მანძილზე მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა და დიდად შეუწყო ხელი თეატრის ზრდა-განვითარებას; პირველი სადებიუტო როლი იყო ამ თეატრის სცენაზე ცუგრუმელა (ფ. ერვეს "ცუგრუმელა"), რასაც მალე მოჰყვა მარიცა (ი. კალმანის "მარიცა"); მან მრავალი წამყვანი ვოკალური პარტია და როლი შეასრულა, მათ შორის აღსანიშნავია: როზ-მარი (რ. ფრიმლისა და გ. სტოტჰარტას "როზ-მარი", ალესია, ანჟელა (ი. მილიუტონის "ტრემბიტა", "ჩანიტას კოცნა"), ლიზიკო (ა. შავერზაშვილის "აღლუმი"), პერიკოლა (ჟ. ოფენბახის "პერიკოლა"), მარიეტა (ი. კალმანის "ბაიადერა"), კოდალა (ს. ცინცაძის "სიმღერა ტყეში"), ლამარა (ა. კერესელიძის "თბილისის ცის ქვეშ"), გულიკო, ნირმა (გ. ცაბაძის "ბრწყინვალე მომავალი", "ჩემი შეშლილი ძმა"), ნათელა (ნ. გუდიაშვილის "შეხვედრა აგარაკზე"), ნორა (ს. ნასიძის "სტუდენტები") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.-- თბ., 2007.- გვ.21 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |