The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ხმალაძე

სიმონ ხმალაძე
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1937  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ბაქოს წითელი გვარდიის რაზმის მეთაური. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სათავეში ედგა ბაქოს საბჭოთა ბატალიონს. 1919-1920წწ. მონაწილეობდა ანტონ დენიკინის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის სამოქალაქო ომის დროს; 1920 წელს რუსეთ-პოლონეთის ომში;  საქართველოზე თავდასხმაში (1921, თბილისის ოპერაციის დროს მეთაურობდა ჯავშნოსან მატარებელს). საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.1931-1933წწ. იყო საქართველოს სსრ მუშურ-გლეხური მილიციის სამმართველოს უფროსი; 1933-1935წწ. ქალაქ ლენინგრადის და ლენინგრადის ოლქის მილიციის უფროსის თანაშემწე; 1937 წელს რიაზან-ურალის რკინიგზის დაცვის უფროსი. 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის, ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით. დახვრიტეს. დაჯილდოებული იყო ორდენებით. ბოლშევიკი, სამხედრო მეთაური.

წყარო: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; ღია სია: ge.openlist.wikidspace.nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტია, წევრი (1904-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი (ამიერკავკასიის სფსრ)
  • წითელი დროშის ორდენი (საქართველოს სსრ)
  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: