Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ნიკოლაიშვილი-ქიქოძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. სწავლობდა ქ. ახალციხეში ანა მუსხელიშვილის მიერ დაარსებულ სკოლაში; დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ოზურგეთის საქალაქო სკოლაში. "ის იყო პირველი გურული ქალი, რომელსაც ეღირსა საშუალო სწავლის მიღება". ამ დროს იგი ოცნებობდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას და შემდეგ პედაგოგობას, მაგრამ უსახსრობამ შეუძლებელი გახადა მისი ნატვრის ასრულება და მუშაობა დაიწყო ოზურგეთის საქალაქო სამინისტრო სკოლაში. პედაგოგად მუშაობდა დაბა ხონშიც. ოჯახის შექმნის შემდგომ, იძილებული გახდა მუშაობისთვის თავი დაენებებინა, იგი 8 შვილის დედა გახდა.თავისი საყვარელი საქმისთვის არასდროს უღალატნია, ის სახლსი განაგრძობდა მასწავლებლობას და კერძოდ ამზადებდა ბავშვებს სხვადსხვა სასწავლებელში მისაღებად. გარდაიცვა ახალგაზრდა ასაკში, დაბა ყაღიზმანში, ყარსის ოლქში. წყარო: ნინო ივანე ნიკოლაიშვილის ასული ქიქოძისა : ნეკროლოგი // განათლება.- 1912.-N1, გვ.45-48
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |