The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნენე გიორგაძე

ნენე გიორგაძე
Date of birth:20 February, 1971  (54 years)
Category:Translator, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ილიას უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1999 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა აშშ-ში. 2011 წლიდან ცხოვრობს სანკტ პეტერბურგში (რუსეთი). ავტორია მოთხრობების კრებულის "სამკუთხედი" (პეგასი, 2011), პოეტური კრებულის "შუქნიშნები და ადამიანები" (ნოდარ დუმბაძის გამომცემობა, 2018). რუსულ ენაზე თარგმნილია მისი ლექსების კრებული "თოვლის არაციფრული მეხსიერება" (ცირკ-ოლიმპი+TV, 2019), იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამოსაცემად მზადდება მისი პოეტური კრებული "ტეხილი ქაღალდის ფურცელზე" (Fermenti Editrice, 2020), მისი ლექსები შესულია ორენოვან ანთოლოგიაში "Антология  новой  грузинской  поэзии" (ОГИ, მოსკოვი, 2014). თარგმნის თანამედროვე პოეზიას ინგლისურიდან და რუსულიდან ქართულ ენაზე და ქართულიდან ამ ენებზე. 2019 წელს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ გამოსცა მის მიერ თარგმნილი სერგეი ტიმოფეევისა და რაიენ ვან უინქლის პოეტური კრებულები. მონაწილეობდა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, იტალიურ, ჰოლანდიურ, ლატვიურ და ესპანურ ენებზე.

წყარო: პირველი არხი: 1tv.geწარდგენა : ანუკ ბელუგა, ნენე გიორგაძე //ცხელი შოკოლადი.- თბილისი, 2012.-თებერვალი.- N76.- გვ.10; თანამედროვე პოეზიის მრავალფეროვნების შემსწავლელი საერთაშორისო ვებსაიტი: lyrikline.orgnenegiorgadze.wordpress.com

Bibliography


Share: