შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიკენტი ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა პედაგოგიური სასწავლებელი; სამხედრო აკადემია. პედაგოგიური სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მუშობა დაიწყო სოფელ ლატალის სკოლაში პედაგოგად. 1941 წელს მსახურობდა საზღვრისპირა ქ. ბრესტში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში. იგი ომის დაწყების პირველი დღეებიდან ჩაება ბრძოლებში და თავის გამბედაობით და ოპერატიული მოქმედებით შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს. მის სახელთან არის დაკავშირებული არა ერთი გერმანული თვითმფრინავის განადგურება, მას ზედმეტ სახელად "საჰაერო ხულიგანს" უწოდებდნენ. დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე, სამხედრო მფრინავი, ლეიტენანტი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.516
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |