შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ვიაზემსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვიაზმა, რუსეთის ფედერაცია. სწავლობდა ოდესის სტუდიაში "ეკრანი და სცენა". სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად: 1920-1933წწ. ოდესის, 1933-1934წწ. ვიაზმის, 1934-1937წწ. მოსკოვის საოლქო დრამატულ, 1937-1938წწ. სტავროპოლის სამხარეო დრამატულ, 1938-1939წწ. ტაგანროგის ა. ჩეხოვის სახელობის თეატრებში; 1939 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრში; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლუბიმ ტორცოვი, რობიზონი, არკადი სჩასტლეცევი, შმაგა (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე საძრახისი არ არის", "უმზითვო", "ტყე", "უდანაშაულო დამნაშავენი"); გოლოვასტიკოვი, პროხორი, პერჩიხინი (მ. გოტკის "მტრები", "ვასა ჟელეზნოვა", "მდაბიონი"); ზაგორეცკი (ს. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"); ხირონი (ა. ჩეხოვის "იუბილე"); სუვოროვი (ბეხტერევ-რაზუმოვსკის "მხედარმთავარი სუვოროვი"); იზნაშკინი (ვ. შკვარკინის "განკითხვის დღე"); პიტერი (შერიდანის "ავყიობის სკოლა") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.85 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |