შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჯანხოთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიხარეში, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინე ინჟინერ–ტექნოლოგის სპეციალობით 1965 წელს. 1965 წელს მუშაობა დაიწყო "სამტრესტის" სისტემის მუკუზნის საწარმოო გაერთიანებაში, წარმოების გამგის თანამდებობაზე; ამ პერიოდში იგი კარგად უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დამუშავებული და გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია. 1991 წელს დაარსა საინჟინრო, ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული ინსტიტუტი; 2002 წელს დააფუძნა საქართველოს ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია, რომლის უცვლელი პრეზიდენტია დღემდე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეურნეობის კერძო სექტორში წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებანი", დაიცვა 1985 წელს. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.517 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |