The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიშა ძამანაშვილი

მიშა ძამანაშვილი
ოფიციალური სახელი:მიხეილ ძამანაშვილი
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 1938  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხცისი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი.

1902 წლიდან სწავლიბდა და მუშაობდა თბილისის კერძო ფირმების მექანიკურ სახელოსნოებში. 1904 წელს დაიწყო პოლიტიკური მუშაობა. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს იყო თბილისის მექანიკური სახელოსნოების მუშების საგაფიცვო მოძრაობის ლიდერი. 1908 წელს მუშაობდა ბათუმში, ნავთობსადენის სადგურზე. 1909 წელს სპარსეთის რევოლუციის მხარდასაჭერად გამგზავრების მცდელობისას დააპატიმრეს და ტობოლის გუბერნიაში გადაასახლეს. 1912 წელს არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა პარტიულ საქმიანობას. მომდევნო წლებში მუშაობდა ბაქოში, პეტერბურგში და თბილისის რკინიგზის სახელოსნოებში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა პროფესიულ ორგანიზაციებში. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. თანამშრომლობდა ბოლშევიკურ მთავრობასთან. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ მისი თაოსნობით შეიქმნა "მუშათა კომისია", რომლის მიზანი იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშური ნაწილის საბჭოთა ხელისუფლებასთან დაახლოება. 1924-1927წწ. რედაქტორობდა კოლაბორაციონისტულ გაზეთს - "ახალ გზას". 1926 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკების) პარტიის წევრი. მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე (საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე, სასკოლო საკანცელარიო საკუთრების დირექტორი). 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დახვრიტეს. ზეინკალი, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, სოციალ-დემოკრატი.

წყარო: ამხანაგი ძამანაშვილი : მიხეილ ანდრიას ძის მოკლე ბიოგრაფია // კომუნისტი. - 1925. - 10 ნოემბერი. - №258. - გვ.4; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.geპროსპოგრაფია: society.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი (1921-)

გააზიარე: