The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჯაჯვანი

არჩილ ჯაჯვანი
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:2012  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

მუშაობდა მესტიის რაიონის სოფელ მულახის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად; 1970 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს IV სამმართველოს საავადმყოფოში ქირურგ-ორდინატორად; აკადემიკოს ე. ფიფიას სახელობის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დაჰყო. იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და უმაღლესი კატეგორიის ქირურგი სისხლძარღვთა ქირურგიაში, პროქტოლოგიასა და ტრავმატოლოგიაში.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.520

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: