The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ნინიძე

ვახტანგ ნინიძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1927
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1979  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1945 წელს 18 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც გამოჩენილი ლოტბარი მარო თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა. 1950-1955 წლებში ვ. ნინიძე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე იყო კიწი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით. 1955 წელს სოხუმიდან ჩამოსული ჩაირიცხა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში. 1956-1977 წლებში ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში ჯ. ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. ვირტუოზული ტექნიკა, არტისტიზმი, კომედიური ნიჭი მისი საცეკვაო ხელოვნების შესანიშნავი მხარეებია, რომლებიც განსაკუთრებით იჩენდა თავს ცეკვებში: "პაემანი", "ძაბრა", "ნეტავი გოგოვ", "განდაგანა" და სხვა. ვ. ნინიძე 30 წელი გამოდიოდა სცენაზე და მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. თვლსაჩინო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია საპატიო სიგელით.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.22; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.240

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: