Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ჯინჭარაძე![]()
Biographyდაიბადა ალექსანდრე (საშა) ჯინჭარაძის ოჯახში (ქართველი სამხედრო ოფიცერი, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე. მიღებული აქვს საბძოლო ჯვარი, საპატიო ლეგიონის ორდენი, წმინდა გიორგის ჯვარი პირველ მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტზე ბრძოლისათვის), რომელიც 1921 წელს ოთხ იუნკერთან ერთად (ივანე ვაჩნაძე, ნიკოლოზ თოხაძე, გიორგი ოდიშელიძე, ალექსანდრე კინწურაშვილი) საფრანგეთში, სენ-მექსენის სამხედრო სკოლაში გაგზავნეს. ალექსანდრე ჯინჭარაძე შემდეგ ფონტენბლოს საარტილერიო სკოლაში გადავიდა, რომელიც 1926 წელს კავალერიის ოფიცრის წოდებით დაამთავრა და საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩაირიცხა. 1935 წელს მას მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო- საპატიო ლეგიონის კავალერის ორდენი, ასევე ფლობდა მრავალ სხვა ჯილდოსაც. მეორე მსოფლიო ომის დროს კაპიტანი ალექსანდრე ჯინჭარაძე გერმანელთა წინააღმდეგ იბრძოდა. ტყვედ ჩავარდა, მაგრამ მძიმედ დაავადების გამო გაათავისუფლეს, გადარჩა და ისევ საფრანგეთის გათავისუფლების მერე ლეგიონს დაუბრუნდა. ქეთევანის დედა იყო ცნობილი პარფიუმერული ფირმა "Prince Matchabelli" დამაარსებლის, გიორგი მაჩაბელის და ნინო მაჩაბელი. 1930 წელს ქეთევანი მოინათლა პარიზში წმინდა ნინოს ტაძარში, მონათლა ეკლესიის მაშინდელმა წინამძღვარმა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძემ. ქეთევანის ნათლია კი მისი ბიძა გიორგი მაჩაბელი იყო. ქეთევანი იზრდებოდა პარიზთან ახლოს კლამარში, სადაც მაჩაბლის ფირმის ფრანგული ფილიალი მდებარეობდა. მან იქ გაიცნო თავისი საქმრო გი ემერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრძოდა გერმანელ ოკუპანტებს. გი ემერი ფაშისტებმა შეიპყრეს, აწამეს და ციხეში გამოკეტეს. გათავისუფლების შემდეგ იგი დაუკავშირდა პარტიზანებს, ჩუმად დაბრუნდა პარიზში და იატაკქვეშა წინააღმდეგობაში ჩაება. ქეთევან ჯინჭარაძე გი ემერის ჯგუფს საიდუმლო ინფორმაციის გადაცემასა და სამალავებში მოთავსებაში ეხმარებოდა. მოღალატის მიერ გაცემული ჯგუფი გესტაპომ ხელთ იგდო და გაანადგურა, დახვრიტეს ქეთევანის საქმრო 21 წლის გი ემერიც. ქეთევან ჯინჭარაძეს, როგორც ომის ვეტერანს, საფრანგეთის სახელმწიფომ პენსია დაუნიშნა. ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: მეორე მსოფლიო ომი და ქართველი ემიგრანტი ქალები / რუსუდან დაუშვილი // ქართული ემიგრაცია.-თბილისი, 2022-2023.-N10-გვ.26; ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში = Des georgiens pour la France : 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-თბ.,2009.-გვ.84-87; გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |