The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ღლონტი

ლევან ღლონტი
ოფიციალური სახელი:ზურაბ ღლონტი
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2014  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაოს პანთეონი, ბათუმი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1960 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო თეატრის მსახიობია, ხოლო 1978 წელს - ამავე თეატრის დირექტორი. შესრულებული აქვს 100-მდე როლი. მათ შორის აღსანიშნავია მეორე მფრინავი (კ. სიმონოვის "მეოთხე"), როდრიგო, სებასტიანი (უ. შექსპიროს "ოტელო" და "მეთორმეტე ღამე", როდამიშვილი (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), გაბრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ზაზა (ა. აბშილავას "ადამიანი დაბრუნდა"), პორფირე ჩინჩალაძე (რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცი ქვრივი"), ტოპაზი (მ. პანევოლის "ბატონი ტოპაზი"), კარანდიშევი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ლევან ხიდაშელი, თამაზ იაშვილი (გ. ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა" და "თვალი პატიოსანი"), ჟივიკო (რ. სტოიანოვის "ოსტატები"), ზურიკელა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ნიუტონი (ფ. დიურენმატის "ფიზიკოსები"), უჯუშ ემხა (ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა") და სხვა. 1993 წელს დაინიშნა ახლად დაარსებული ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორად (იყო პირველი დირექტორი), პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ სახელმწიფო სტატუსის მქონე თეატრს.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.-თბ., 2007.- გვ.26; სიყვარულის მასწავლებელი : ლევან ღლონტი / თენგიზ ცეცხლაშვილი.-ბათუმი,2015.-გვ.168; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - საპატიო ბათუმელის წოდება
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1965 - აჭარის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: