The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირონ ჯაჭვლიანი

მირონ ჯაჭვლიანი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:29 სექტემბერი, 1943  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ბრიანსკი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ჭუბერი, მესტიის რაიონი.

სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში; 1940 წელს სასწავლებლიდან გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ქალაქებში ტამბოვსა და ჟიტომირში, სადაც მას მოუსწრო მეორე მსოფლიო ომმა და იგი აქტიურად ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. ომის მსვლელობის პერიოდში ორჯერ გაიარა საოფიცერო კურსები, რის შემდეგ მას მიანიჭეს ჯერ უფროსი ლეიტენანტის, ხოლო შემდეგ მაიორის წოდებები. დაღუპვის წინ ხელმძღვანელობდა ნაღმტყორცნელთა ბატალიონს. დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე, სამხედრო წოდებით მაიორი, ნაღმტყორცნელთა ბატალიონის მეთაური.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.524


გააზიარე: