Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ჩიქოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯის ფერწერის ფაკულტეტი 2004 წელს; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით 2008 წელს; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი მაგისტრატურის ხარისხით 2010 წელს. გამოფენები: პერსონალური გამოფენა შატო მუხრანში "Fly over" (მცხეთა); პერსონალური გამოფენა საქართველოს თეატრის, ქორეოგრაფიის, კინოსა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმში, ხელოვნების სასახლე არტ პალასი (თბილისი); პერსონალური გამოფენა გალერეა სფუმატოში "ინვერსია" (თბილისი); პერსონალური გამოფენა გალერეა წითელ კვადრატში "მოძრაობა წითელზე" (თბილისი); პერსონალური გამოფენა რუსთაველის თეატრში, საერთაშორისო ჯაზის დღესთან დაკავშირებით (თბილისი, ერევანი); საერთაშორისო არტ ფესტივალი "ინტერ არტ ბათუმი–2013" (ბათუმი); საერთაშორისო ქანდაკების სიმპოზიუმი "შემოდგომის ინსპირაცია" (პენზა, რუსეთი); საერთაშორისო არტ ფესტივალი "ინტერ არტ მარბელა–2013" (ესპანეთი, მარბელა); საერთაშორისო არტ ფესტივალი "ინტერ არტ ბათუმი –2012", ბათუმი; საქართველოს ფოლკლორის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა; გამოფენა რივერსაიდ სტუდიოში "ფერადი ნავი" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); "არტისტერიუმი – 2010"; ჯაზ–ფესტივალი; გამოფენა ავსტრიის ბიბლიოთეკაში (ავსტრია) და მრავალი ჯგუფური გამოფენა. მისი ნამუშევრების ნაწილი ინახება კერძო კოლექციებში: საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში. წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge; marketer.ge; თბილისის სააუქციონო სახლი: auctionhouse.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |