The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ხანდამაშვილი-ჩინიკი

ეკატერინე ხანდამაშვილი-ჩინიკი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე ხანდამაშვილი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს.

1957-1961 წლებში სწავლობდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სტუდიაში და პარალელურად მუშაობდა ამავე თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კოლესნიკოვი (ხმელიკის "ჩემი მეგობარი კოლკა"), ლიონია მიხაილოვი (გოლდფელდის "უიმედოთა გუნდი"), ვალენტინა სტეპანოვნა (მამლინის "ჩვენ ალიოშკას მეგობრები ვართ"), კონსტანცა (გოლდონის "სახალისო შემთხვევა"), მერი (ბოგაჩენკოვის "ჰელკბერი ფინის თავგადასავალი"), მზარეული (შ. პეროს "ჩექმებიანი კატა"), ადრიანი ( ს. მიხალკოვის "სომბრერო"), დარია ივანოვნა (დ. თაქთაქიშვილის "მეფის შევარდენი"), ყვავი (ე. შვარცის "თოვლის დედოფალი") და სხვა. 1937 წელს იგი თოჯინების რუსული თეატრის მსახიობია, სადაც განასახიერა: დედა, ბებია (ე. შვარცის "წითელქუდა"), დეიდა მარინა (ჩენოვეცკის "აი, და მიციკ"), ღორი (ს. მარშაკის "კატის სახლი"), ოსტატი (ეისეევის "ორი ოსტატი"), თაგვი (მ. პავლიკის "ქაღალდის ცხენი"), ქათამი (ჩენავეცკის "მე-წიწილა, შენ -წიწილა"), ფილინი (იაქაშვილის "ციკანი შავლეგი"), მაიმუნი მაშა (ლიფშიცის, კტჩანოვის "იდუმალი ჰიპოპოტამი"), ვარსკვლავი, ჭიანჭველა (აბრამიშვილის "ვარსკვლავი"), თუთიყურში (ოსიტერის "38 თუთიყუში"), ჯაშუში (დობრვენსკის "მუსიკალური ზღაპარი"), ქათამი (პავლიკის "მამალი - მზის მბრძანებელი"), მელია (ნ. შურღაიას "ეკო, ბეკო და ბეკეკა") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.26


გააზიარე: