The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ჭაბუკიანი

თინათინ ჭაბუკიანი
Date of birth:8 October, 1954  (70 years)
Category:Scientist, Filmmaker, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, დრამის სარეჟისორო (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1980 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს.

1991-2004წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის საბავშვო პროგრამების მთავარი რეჟისორი; 2007-2011წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, მდივანი. არის ამავე უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან  მუშაობს ტელეკომპანიაში "ერთსულოვნება". სატელევიზიო დადგმები: "ეს არ უნდა მომხდარიყო", "ტანტრე ბიჭის ოჯახი", "წვიმიანი მზიანეთი", "უთავბოლო კაცის ახსნა- განმარტება". თეატრში დადგმული სპექტაკლები: "გზაში", "შენკენ სავალი გზები", "ჭინჭრაქა", "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო", "ჭიქა წყალი", "თამაშით შეპყრობილი". ფილმოგრაფია: "შვიდფერა ყვავილი", "კაპუნიას დღესასწაული", "ორკესტრი", "ცარიელი სახლი", "ხილული სასწაულები", "ხიდები სამშობლოსკენ", "გურჯის გული", "მოძღვარი", "ლეჩხუმის განძი". ტელეზღაპარი: "წითელქუდა", "წიქარა", "მეფე და ჩიტი", "ნაცარქექია", "მგელი და ციკნები", "კოკროჭინა", "მეფე – ბაყაყი", "იმპერატორის ბულბული", "რწყილი და ჭიანჭველა", "ჯადოსნური ქოთანი", "საფრთხობელა", "მამობილი", "მეღორე და პრინცესა", "დედა", "უბილეთო ყვავი", "უცნაური ამბავი" და  სხვა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge


Share: