| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ბუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართულ ცეკვას დაეუფლა ამიერკავკასიის ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში მ. ბახტაძის ხელმძღვანელობით. 1951 წელს ჩარიცხეს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში, სადაც პედაგოგების დ. ჯავრიშვილისა და ა. თეთრაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული ცეკვების შემსრულებელ პროფესიონალ მოცეკვავედ. მისი, როგორც მოცეკვავის შესაძლებლობები სრულად გამოვლინდა საქართველოს ხალხური ცეკვების სახელმწიფო აკადემიურ, დამსახურებულ ანსამბლში, როდესაც ი. სუხიშვილმა და ნ. რამიშვილმა მოცეკვავე - მსახიობად მიიწვიეს. ანსამბლში ა. ბუაძე ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი ხდება, შესრულების ინდივიდუალური მანერით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცეკვებში: "მოხეური", "ფარიკაობა", "კინტაური", "ხაბარდა" და სხვ. 1962 წელს მონაწილეობდა თბილისში ჩატარებულ ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონცერტში, სადაც მთიულური ცეკვის საუკეთესო შესრულებისათვის I ხარისხის დიპლომი და ლაურიატის წოდება მოიპოვა. ა. ბუაძე წლების მანძილზე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა - სტუდიაში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.92; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2006.-გვ.107; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.179 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

