The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო შარაბიძე

ნინო შარაბიძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1980 წელს.

1980-1992წწ. მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის სატელევიზიო თეატრის დამდგმელ რეჟისორად; 1992-2002წწ. იყო სტუდია "მაესტროს" რეჟისორი, მეტყველების პედაგოგი; 2002-2006წწ. ტელერადიო ინსტიტუტის რეჟისურის და მსახიობის ოსტატობის პედაგოგი; 2006-2011წწ. თანამშრომლობდა სხვადასხვა სტუდიებთან; 2011-2012წწ. მუშაობდა ქართულ - ამერიკული სასწავლო ცენტრ "ლოგოსის" თეატრალურ კლუბში; 2012-2017წწ. ტელეკომპანია ჯდს-ს პროდიუსერი. მის მიერ დადგმული სპექტაკლები: "ეს არ უნდა მომხდარიყო" (თინა ჭაბუკიანთან და ნოდარ ბეგიაშვილთან ერთად), "ოპერაცია დეიდა ტასო", "სარჩობელაზედ", "ათი ქართული ნოველა", "მინიატურების საღამო", "ჟამი", "სურათები საოჯახო ალბომიდან", "ქამუშაძის გაჭირვება", "მსხვერპლი".

წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge


გააზიარე: