The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაჟდენ კუპრაშვილი

რაჟდენ კუპრაშვილი
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი.

ხელმძღვანელობდა კომპანიებს "კუპრაშვილი და ადვოკატები" და "შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატას", იყო იურისტი საპროექტო–საკვლევაძიებო ინსტიტუტ "ტრანსპროექტი". 2001-2009წწ. იყო მოსამართლის თანაშემწე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2009-2013წწ. შპს "პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის" იურისტი; 2009-2010წწ. შპს "თბილისის სამედიატორო სასამართლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟი მეტეხის" იურისტი; 2012-2013წწ. შპს "დტბ აუქციონის" იურისტი; 2014-2015წწ. მუშაობდა შპს "შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის" იურისტად. 2015-2019წწ. იყო სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" იურისტი; 2019-2023წწ. იყო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი. 2023 წლიდან საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი. სამართალმცოდნე.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი": interpressnews.ge


გააზიარე: