The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ხელაშვილი

ვახტანგ ხელაშვილი
Date of birth:13 November, 1964  (60 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1987 წელს; გაიარა სწავლების კურსი ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, რიჩმონდი, ვირჯიანი,  აშშ, Virginia Commonwealth University 1996 წელს; სწავლების კურსი პედიატრიულ ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, ოკლენდი, კალიფორნია, აშშ, Oakland Children’s Hospital 1999 წელს; სწავლების კურსი პედიატრიულ ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ, University of California San-Francisco 2001 წელს; სწავლების კურსი პედიატრიულ ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, ფილადელფია, აშშ, Children’s Hospital of Philadelphia 2003 წელს.

1987-1989წწ. მუშაობდა თერაპიის ინსტიტუტში ექიმ-კარდიოლოგად; 1989-1996წწ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-რეანიმატოლოგი იყო. ჯო ენის სამედიცინო ცენტრში მუშაობს გახსნის დღიდან; მისი 23 წლიანი სამედიცინო პრაქტიკა მხოლოდ პედიატრიული ასაკის პაციენტებში, მოიცავს 4000-ზე მეტ ინვაზიურ და ინტერვენციულ კარდიოლოგიურ პროცედურას. 1996 წლიდან მუშაობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. არის 6 სამეცნიერო ნაშრომის და პუბლიკაციის ავტორი. მის სახელს უკავშირდება არაერთი პუბლიკაცია, რომელიც საქართველოსა და მის საზღვრებს მიღმა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული და არაერთ კონგრესზეა წარდგენილი, როგორიცაა: "Congenital and Structural Interventions", 10th international congress 2007, frankfurt, Germany; " Catheterization and Cardiovascular Interventions"; "One centre experience in muscular ventricular septal defect closure with the amplatzer vsd occlude". 2023 წელს "ევროპის უნივერსიტეტის" კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი.

წყარო: ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი: joann.ge; "ვიდალი" - ქართული სამედიცინო პორტალიvidal.geinterpressnews.ge


Share: