შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოდო ტაბატაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1972 წელს. 1974 წლიდან მუშაობს ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატულ თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუნუ ექიმი, დადუნა, მერი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", "ნუ გეშინია დედა", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"); ეკა (გ. ფანჯიკიძის "აქტიური მზის წელიწადი"); ნატალია (ნ. კლდიაშვილის "დარისპანის გაჭირვება"); მედო, ნატო, ასმათ ცაგარელი, იამზე, ცირა (ა. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე", შთამომავლობა, "დიდი ზარი", "მიწია ყვავილი", "თავისუფალი თემა"); წამყვანი ბიჭი (ა. დიუმას "სამი მუშკეტერი"); ნანული (ვლ. იაქაშვილის "ჰორიზონტს იქით"); დედა (ი. რაძინსკის "სიყვარულში და სიკვდილში"); კესო ( ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"); ადელი (ჟან ანუის "სარდაფი"); ბაია (სულაკაურის "სალამურას თავგადასავალი"); ვარდისახარი (კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"; ლია (აბდულინის "თემა ვარიაციებით"); ნაზი (ბაიაჯიევის "დუელი"); ადელი (ფედ. გარსია ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი"); როზიტა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"); ადა (ლ. როსებას "ტყუილი კატოსთვის"); მელა, მართა (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა", "ნაცარქექია") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.102; ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი: meskhishvili-theatre.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |