The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ კიღურაძე

თამაზ კიღურაძე
Date of birth:28 April, 1941
Date of death:11 April, 2002  (at 60 years)
Category:Archaeologist, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1966 მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში. 1979 წლიდან იყო ამავე მუზეუმის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მან თავის მასწავლებელ ა. ჯავახიშვილთან ერთად შეიმუშავა ადრესამიწათმოქმედო გორა-ნამოსახლარების გათხრის მეთოდიკა, რომლიითაც ამ ხანის არაერთი ძეგლია შესწავლილი. შულავრისა და იმირის გორებზე მიღებული გამოცდილების შედეგად მან დამოუკიდებლად გათხარა და შეისწავლა ხრამის დიდი გორა; ასევე აღმოაჩინა და შეისწავლა ახალი, მანამდე უცნობი კულტურა, რომელსაც აღმოჩენის ადგილის მიხედვით სიონის კულტურა უწოდა. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა მის მიერ შემუშავებულ ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაციას. 1980 წელს მან მარნეულის მუნიციპალიტეტში მიაკვლია ძეგლ დამიგაიას, რომლისის კედლის მხატვრობა შესრულებულია წითელი საღებავებით, რაც ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში. 1988 წლიდან რამდენჯერმე მონაწილეობდა ზაარბრიუკენის (გერმანია) უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ნაქალაქარ თელ-ხუერაზე (სირია, პროფ. ვ. ორტმანთან ერთად), სადაც ხელმძღვანელობდა გათხრების ერთ-ერთ უბანს. ავსტრალიელ არქეოლოგებთან მუშაობდა მელბურნის უნ-ტის ექსპედიციაში (თურქეთი) ნამოსახლარ სოს-ჰუიუკზე (პროფ. ა. საგონასთან ერთად). მისი ხელმძღვანელობის დროს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ფარგლებს გარეთ არქეოლოგიურ გამოფენების გამართვის ტრადიციას. არის 4 მონოგრაფიის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; თამაზ კიღურაძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 აპრილი. -N90 (4149). -გვ.8; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 71

Awards and Honors

  • 1988 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია

Bibliography


Share: