The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე შუბითიძე

ივანე შუბითიძე
Date of birth:23 November, 1906
Date of death:13 January, 1978  (at 71 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყელეთი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებლის საარტილერიო განყოფილება 1934 წელს.

1928 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1941 წლის ივნისიდან II მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა 127-ე დივიზიის 457-ე მსროლელი პოლკის არტილერიას. დაიჭრა ბრძოლაში სმოლენსკთან და ტყვედ ჩავარდა, თუმცა გაქცევა მოახერხა და შეუერთდა პარტიზანულ მოძრაობას ბელორუსიის სსრ-ის ტერიტორიაზე. ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთ მსხვილ პარტიზანულ ჯგუფს, რაზმს. 1943 წლის აგვისტოდან მეთაურობდა პინსკის პარტიზანულ ბრიგადას, რომელიც 1944 წლის მარტში წითელ არმიას შეუერთდა. ომის შემდეგ მუშაობდა პინსკის, შემდეგ ვიტებსკის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის კვების მრეწველობის სამმართველოს უფროსად. 1971 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ავტორია მოგონებების პარტიზანული მოძრაობის შესახებ. დაჯილდოებული იყო მედლებით, პოლონური გრიუნვალდის ჯვრით, ჰქონდა ქ. პინსკის საპატიო მოქალაქის წოდება (1974). საბჭოთა არმიის პოლკოვნიკი.

წყარო: პინსკის საქალაქო ცენტრალური ბიბლიოთეკა: pinsklib.by; ბელორუსიის პარტიზანები: partizany.by; nikolajkalko.blogspot.com

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1929-)

Awards and Honors

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • წითელი დროშის ორდენი

Share: