The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფილიპე შარაძე

ფილიპე შარაძე
Date of birth:1897
Date of death:12 April, 1968  (at 71 years)
Burial location:ლევილის სასაფლაო, პარიზი
Category:Politician, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მელექედური, ოზურგეთის მაზრა.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. მისი ბაბუა, გურიელების კარის მღვდელი, სოფიო გურიელს ახლდა თან ტრაპიზონში ემიგრაციაში. 1914 წლიდან გაწევრიანდა არალეგალურ ახალგაზრდა სოციალისტ–ფედერალისტთა ორგანიზაციაში, რომელმაც თვალსაჩინო როლი ითამაშა ქართველ მოსწავლე–ახალგაზრდობაში ეროვნულ–რევოლუციური შეგნების გავრცელების საქმეში. 1917 წლის აპრილში ამ ორგანიზაციის პირველ თავისუფალ კონფერენციაზე აირჩიეს მის ერთ-ერთ ხელმძღვანელად. თბილისის უნივერსიტეტში შესვლისთანავე იგი სტუდენტთა მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი გახდა და მისთვის დამახასიათებელი თავდადებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის გადახდილ ყველა ბრძოლაში. ფილიპე შარაძე აქტიური მონაწილეა 1924 წლის საყოველთაო სახალხო ამბოხებისა – აჭარის კომიტეტის მიერ იგი ცენტრთან მოკავშირედ იყო დანიშნული.    
1925 წლიდან ემიგრაციაში გაიხიზნა და საფრანგეთის ქართულ კოლონიას შეუერთდა. 1926–1935წწ. მოღვაწეობდა პარიზში გამომავალ უცხოეთში მყოფ სოციალისტ-ფედერალისტების კომიტეტის პერიოდულ ჟურნალ "სახალხო საქმეში". სტატიებიდან აღსანიშნავია: "ქართველი ახალგაზრდობა" ("სახალხო საქმე", პარიზი, 1926, N1); "ორი სურათი" – გ. ლასხიშვილი და გ. რცხილაძე ("სახალხო საქმე", ბუენოს–აირესი, 1952) და სხვ. განსაკუთრებით ყურადსაღებია მისი მოგონება "ჩემი დღიურიდან", რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში "ჩვენი დროშა" (N35, პარიზი) და მოგვითხრობს 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ ამბებზე, კერძოდ, თუ როგორ შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტობა და მათი სულიერი მამა – ივანე ჯავახიშვილი მეთერთმეტე არმიის შემოჭრას დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრებში. ის ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ქართულ ენას ასწავლიდა ემიგრაციაში დაბადებულ ქართველთა ახალ თაობას. გარდაიცვალა მოხუცთა თავშესაფარში.

წყარო: რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები 1918-1921: legionerebi.comქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია: ტ. 1 / გურამ შარაძე. - თბ., 2001. - გვ.377–379


Share: