The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მუჰამედ ართმელაძე

მუჰამედ ართმელაძე
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2009  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაბალაშვილები, შუახევის რაიონი.

პირველად, როგორც ქართული ხალხური და განსაკუთრებით, აჭარული ცეკვების ორიგინალური  შემსრულებელი, ფართო აუდიტორიის წინაშე 1954 წელს წარსდგა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. მ. ართმელაძე 1955 წელს სათავეში ჩაუდგა მშობლიურ სოფელში ახლადგახსნილ კლუბთან ჩამოყალიბებულ ქორეოგრაფიულ ჯგუფს და მას 1960 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის პოპულარულ "განდაგანას" ერთ-ერთ საუკეთესო და კოლორიტულ შემსრულებლად მიიჩნევა. ღვაწლმოსილი მოცეკვავე წლების მანძილზე დაუღალავად და გატაცებით მუშაობდა წამყვან პედაგოგად (ხელმძღვანელი ა. დავითაძე) შუახევის კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ფოკლორს და თავის გამოცდილებას უზიარებდა ახალგაზრდა მოცეკვავეებს.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.104; შენი განდაგანა, რერო ოდელია /ფევაძე რევაზ.-ბათუმი, 2018.-გვ.538

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: