შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ბარსანოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სარატოვი, რუსეთის ფედერაცია. სცენაზე პირველად გამოვიდა ტაგანროგის საქალაქო თეატრში 1903 წელს; წლების განმავლობაში მსახიობობდა: ტამბოვის (1903-04), ხერსონის (1905), ნოვორასიისკის (1906), სარატოვის (1907-09), ასტრახანის (1910), პენზის (1911), პეტროვსკის (1912), პოდოლსკის (1913), ბრიანსკის (1914), ურალის (1916), სამარის (1917-1918), ბაქოს (1919-1920) თეატრებში; 1921-1937წწ. თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში მუშაობდა; 1937-1958წწ. რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. განასახიერა სხვადასხვა ხასიათის როლები, მათ შორის: პელაგია ეგოროვნა, გალჩიხა, (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე ცოდვათ არ ჩაითვლება", "უდანაშაულო დამნაშავენი"); ლიზა (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"); სონია, შარლოტა (ა. ჩეხოვის "ძია ვანია", "ალუბლის ბაღი"); პოლია, ნასტია (მ. გორკის "მდაბიონი", "ფსკერზე"); მაჭანკალი (ნ. გოგოლის "ქორწინება"); მაიკო (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.105 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |