The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ქუთათელაძე

ოთარ ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:24 სექტემბერი, 2016  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 

პირველი ნაბიჯები გადადგა გორის თეატრში, სადაც ითამაშა გეგას როლი, მ. მრევლიშვილის "ზვავში"; შემდეგ მსახიობობდა რუსთავის თეატრში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ვეზირი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ინჟინერი (ვლ. მაიკოვსკის "აბანო"), გურამი (თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან"), ზაქრო (ა. შალუტაშვილის "გაუთხოვარი ქვრივი"), დიტო (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ლიმონა (ნ. დუმბაძის "თეთრი ბაირაღები"), პედრო (სერვანტესის "დონ კიხოტი") და სხვა. მონაწილეობდა რადიო და ტელეგადაცემებში, პარალერულად იყო რუსთავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.108; შიდა ქართლი: საინფორმაციო ცენტრი: qartli.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • გორის საპატიო მოქალაქე
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • გიორგი ერისთავის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: