The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ლორთქიფანიძე

მაია ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1958
გარდაცვ. თარიღი:7 ივნისი, 2016  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1993წწ. და 2005-2006წწ. მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისურის კათედრაზე მსახიობის ოსტატობის პედაგოგად; 1980-1985წწ. იყო საქართველოს ტელე - რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში სატელევიზიო თეატრის რეჟისორი, სადაც დადგა გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა" და "ამბავი უფლისწულისა"; 1980 წლიდან თოჯინების თეატრის რეჟისორია. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ე. ჩეპოვეცკის "ბარაქალა მიციკ"; ვ. პალჩინსკაატეს "ფეთხუმები"; მ. აბრამიშვილის "ვარსკვლავი" და "ჯადოსნური ვარდი"; ვ. ცინიბულკის "სათამაშოები"; გ. ჭიჭინაძის "გაგრიას თავგადასავალი"; მ. გონაშვილის "ზამთრის ზღაპარო"; მ. ქარიმის "მამლაყინწას წისქვილი"; რ. სულაქველიძის, კ. ახობაძის "მეფე და ჩიტი"; პ. ანდერსენის "გოგონა ციდა ყვავილების ქვეყნიდან"; თ. სოლოღაშვილის "საახალწლო ზღაპარი"; თ. ვეფხვაძის "ხავსისქუდას ოინები".

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.109; თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი: facebook.com


გააზიარე: