The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ კეჟერაძე

თემურ კეჟერაძე
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ კეჟერაძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტიტის (ГИТИС) თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი სპეციალობით თეატრმცოდნე 1991 წელს.

1975-1977წწ. იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენის თანამშრომელი; 1977-1992წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1992-1993წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის მოადგილე; 1994 წელს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი; 1994-1996წწ. აჭარის კულტურის სამინისტროს თეატრებისა და საკონცერტო ორგანიზაციების მთავარი სპეციალისტი; 1996-2001წწ. აჭარის სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2001-2004წწ. აჭარის კულტურის სამინისტროს განყოფილების უფროსი; 204-2005წწ. აჭარის კულტურის სამმართველოს უფროსი; 2005-2007წწ. აჭარის კულტურის დეპარტამენტის უფროსი; 2007-2008წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობოს სახელმწიფო დრამატული თეატრის კონსულტანტი შემოქმედებითი და საგასტროლო ღონისძიებების დაგეგმარებაში; 2008-2012წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მარკეტინგის მენეჯერი; 2013 წელს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი; 2013-2014წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1996-2006წწ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივრსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2006-2009წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2009-2014წწ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2014-2020წწ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2020-2023წწ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის უფროსი; სალექციო კურსი: მსოფლიო თეატრის ისტორია, ქართული თეატრის ისტორია, შესავალი დრამის თეორიაში, შესავალი თეატრის მხატვრობაში, თეატრის მართვა, შესავალი თეატრის ისტორიაში, დრამის თეორიის ანალიტიკური კურსი; 2023 წლიდან არის ბათუმის ხელოვნების უნივერისტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი, სამეცნიერო შრომების ავტორი. ხელოვნების ისტორიისა და თეორიის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი: batu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი (1984-)
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამგეობა, წევრი (2013-2018)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: