Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ლაღიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დიმიტრი ლაღიძე იყო მენშევიკების არმიის იუნკერი. 1921 წლიდან წავიდა ემიგრაციაში, მსახურობდა პოლონეთის არმიაში, მოგვიანებით დასახლდა საფრანგეთში. საფრანგეთიდან საბჭოთა კავშირში დაბრუნდა 1932 წელს. 1937 წელს დააპატიმრეს, გაასამართლა საბჭოთა კავშირის შინსახკომის განსაკუთრებულმა სათათბირომ, ბრალდებით, თითქოს დიმიტრი ლაღიძე იყო მენშევიკური არმიის რიგებში და აქტიურად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც კონტრტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა ჯაშუშური დავალებების შესასრულებლად და ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა თბილისში პოლონეთის კონსულთან. მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. პოლონეთის არმიის ოფიცერი. წყარო: სტალინური სიები საქართველოდან-nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |