შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გოლოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სარბიელი, დუშეთის მაზრა. დაამთავრა ცხინვალის ორწლიანი სამასწავლებლო კურსები 1928 წელს; მოსკოვის ჟურნალისტიკის უმაღლესი კურსები 1935 წელს. 1928-1930წწ. იყო სოფელ სარბიელის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი; 1930-1931წწ. სოფელ სარბიელის კოლმეურნეობის მოანგარიშე; 1935-1937წწ. სტალინირის ოსური საოლქო გაზეთ "კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1937-1940წწ. ლენინგორის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორი; 1940-1944წწ. სტალინირის (ცხინვალი) საოლქო გაზეთ "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი; 1944-1949წწ. - საქართველოს რადიოკომიტეტის რწმუნებული სამხრეთ ოსეთში; 1949-1952წწ. სტალინირის საოლქო გაზეთ "კომუნისტის" პასუხისმგებელი რედაქტორი; 1952 წლიდან - სამხრეთ ოსეთის სახელგამის დირექტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1931-1940 წლებში. წერდა ნარკვევებს, მოთხრობებს, რომლებიც იბეჭდებოდა კრებულებში, ჟურნალებსა და გაზეთებში. 1952 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა მისი მოთხრობებისა და ნარკვევების წიგნი. მისი ნაწარმოებებია: "მწყემსი" (1950); "ბელადის სამშობლოში" (1950); "საჩუქარი"; "დაბრუნდა" (1950); "სამგორი" (1950) და სხვა. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.374-378 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |