შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე კვალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.
კოტე კვალიაშვილის ოჯახი წარმოშობით გორიდან იყო, 1918 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნდა. კოტე კვალიაშვილმა სპეციალური განათლება მიიღო თბილისში. იგი იყო მოსე თოიძისა და ვალერიან სიდამონ-ერისთავის მოწაფე. კოტე კვალიაშვილმა მთელი თავისი შემოქმედება დაუკავშირა თეატრსა და კინოს, ქართულ კინოსტუდიას. იყო ქართული ფილმების "ქაჯანა", "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე" მხატვარი. მას დიდი წვლილი მიუძღვის უკვდავი კინოკომედიის "ქეთო და კოტე" შექმნაში და მის წარმატებაში. კინოსა და თეატრის გარდა, კოტე კვალიაშვილის შთაგონების წყარო მშობლიური ქალაქის ტრადიციული ყოფა იყო. მის შემოქმედებაში აისახა მხატვრის მეხსიერებაში შემონახული ძველი გორი, მისი უბნები და ისტორიული ძეგლები, რომლებიც ჯერ კიდევ ამშვენებდა XX საუკუნის 40-50-იანი წლების გორს. მისი შემოქმედება ძირითადად XX საუკუნის 50-იან 60-იან წლებში ვითარდება. კოტე კვალიაშვილი ხატავდა ტრადიციულ დღესასწაულებს, ოფიციალურ შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, უბრალო გლეხებს, ქუჩაში მოსეირნე მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლებს, მდინარეზე ტივით მოცურავე მეთევზეებს. მისი ნახატების მეშვეობით დამთვალიერებელი თითქოს დროში მოგზაურობს, XX საუკუნის შუა ხანების ატმოსფეროსა და განწყობას შეიგრძნობს. მხატვარი პორტრეტებში ნაკვთების ზუსტ გადმოცემასთან ერთად გმირის სულიერი განწყობის, მისი განცდებისა და ემოციების ასახვასაც ახერხებდა. კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის მამა. თეატრისა და კინოს მხატვრი. წყარო: კოტე კვალიაშვილი : მხატვრის შემოქმედებითი პორტრეტი / მ. ნაღებაშვილი // საბჭოთა ხელოვნება.-თბ.,1962.- N12.-გვ.59-60; youtube.com; ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი: facebook.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |