The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ლაფერაშვილი

დაბადების თარიღი:28 მარტი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1982  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1937 წელს; ასპირანტურა 1940 წელს.

1940 წლიდან მუშაობდა უფროს მასწავლებლად უმაღლეს სასწავლებლებში. 1941-1945წწ. მობილიზებული იყო საბჭოთა არმიაში. იყო თადარიგის უფროსი ლეიტენანტი. 1946-1951წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივნის თანაშემწედ; 1952 წლიდან - გაზეთ "ზარია ვოსტოკაში", ჟურნალ "ლიტერატურნაია გრუზიაში", იყო მოსკოვის (საკავშირო) გაზეთ "ლიტერატურნაია გაზეტას" საკუთარი კორესპონდენტი. 1927-1928 წლებიდან პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა მისი ლექსები. გამოცემულია მისი საკუთარი და ნათარგმნი წიგნები. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.425

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: