Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ფხაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1930 წელს. 1930-1931წწ. იყო სოფელ ბანოჯას (ქუთაისის რაიონი) არასრული საშუალო სკოლის ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1931 წლიდან - საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ქუთაისის განყოფილებაში ახალგაზრდა მწერალთა სექტორის გამგე; პარალელურად მუშაობდა ქუთაისის რაიონულ გაზეთში "ლენინის გზით". ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1930 წელს. 1933-1934წწ. - საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი; 1934 წელს - ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; 1935-1939წწ. სხვადასხვა სასწავლებლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1943 წლიდან - წყალტუბოს რაიონის პარტიული პლენუმის წევრი. 1948 წელს ორჯერ იყო არჩეული წყალტუბოს რაისაბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.440-443 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |