The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ გოგიჩაიშვილი

რამაზ გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ინტერიერის პროექტირების სპეციალობით 1974 წელს.

1975-1976 წწ. იყო შუახევის რაიონის მთავარი არქიტექტორი; 1976–1990 წწ. აჭარის ასსრ სახმშენის საპროექტო ბიუროს არქიტექტორ - დამპროექტებელი; 1990–1993 წწ. ცეკავშირის საპროექტო ინსტიტუტის აჭარის ფილიალის არქიტექტორ-დამპროექტებელი; 1993–1998 წწ. საპროექტო კოოპერატივი "ხურო"-ს დამფუძნებელი და არქიტექტორ - დამპროექტებელი; 1998-2005 წწ. შ.პ.ს. "არქიტრიო"-ს დამფუძნებელი და არქიტექტორ - დამპროექტებელი; 2005 წლიდან შ.პ.ს. "ლერი"-ს დამფუძნებელი და არქიტექტორ - დამპროექტებელი; არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსებისა და გამოფენების მონაწილე, მათ შორის - თბილისის საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალეს (1988) და საქართველოს ახალგაზრდა არქიტექტორთა გამოფენის (2000) ლაურეატი; 2009 წელს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მოეწყო რამაზ გოგიჩაიშვილის პერსონალური ფერწერული ნამუშევრების გამოფენა (ტილო, ზეთი), 2021 წელს ასევე პერსონალური გამოფენა გაიმართა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის ფერწერული ნამუშევრები (ტილო, აკრილი, 2021), 2022 წელს კი მხატვრის პერსონალურ გამოფენას უმანსპინძლა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ (აკრილი, ტილო).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1989-)
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი (1990-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (2023-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - დიდოსტატი მხატვრის წოდება
  • 2016 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: