The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა მიქელაძე

ნათელა მიქელაძე
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1927  (99 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტუტუტი 1963 წელს.

ინსტუტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მსახიობად ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახ. სახელმწიფო თეატრში, 1956-1960 წლებში რუსთაველის, ხოლო 1960 წლიდან კი მარჯანიშვილის თეატრში. ნ. მიქელაძის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მაია (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ფოსინე (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), როზალია (ვ. ჯაკომეტის "დამნაშავის ოჯახი"), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ძიძა (ევრიპიდეს "მედეა"), ზეფორე (პ. კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა"), კაკანო (ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), მაია (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), ბაბო (ნ. პერიალესის "ბაფთიანი გოგონა"), რიფსიმე (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), კატარინას დედა (ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა"), სოფიო ("ძველი ვოდევილები"), დავითის დედა (ჯ. იოსელიანის "ტაკიმასხარა") და სხვა. 

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.38

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: