The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა გამცემლიძე

მანანა გამცემლიძე
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.

მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ცაგო (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"; გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"); ასმენე (ჟ. რასინის "ფედრა"); მარიკა (თ. ჭილაძის "მოულოდნელი სტუმარი"); აგრაფინა (შ. დადიანის "გუშინდელნი"); ლიზიკო (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"); ამელია (გარსია ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი"); ნონა (გ. როზოვის "სიტუაცია"); მარია გოდუნოვა (ს. ტოლსტოის "ივანე მრისხანე"); ანიკო, ჟუჟუნა (მ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"); მართა (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"); ოქტავია (უ. შექსპირის "ანტონიოს და კლეოპატრა"); ფუფალა (გ. სუნდუკიანის "ფეფო"); ნელი (თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი ახალი წელი"); კახელი ცოლი (დ. ტურაშვილის "დიალოგი ორმოქმედებიანი პიესისთვის"); ელენე (რ. კლდიაშვილის "შორაპნელი ქალბატონები"); თომას დედა (თ. ჭილაძის "ნახვის დღე"); ელისო (რ. ჰარვუდი "მოხუცი ჯამბაზები"); დედოფალი (ა. სულაკაური "სალამურა"); ელისო (რ. ჰარვუდი, "მოხუცი ჯამბაზები") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.131

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: