შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჯინჯიხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაბოსლევი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942-1945წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში; 1944-1966წწ. რუსთაველის თეატრის მსახიობი, ხოლო 1966 წლიდან თეატრის დასის ხელმძღვანელია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია - ქუთაისის თეატრში: ონისე (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), რუსთაველის თეატრში: დაუდბეგი (დ. ერისთავის "სამშობლო"); ჯონდი (ე. პატარიას "უჩა უჩარსია"); გონჯილა, ნოდარ ჩოლოყაშვილი (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", "ქეთევან დედოფალი"); სტუდენცოვი (ბ. ჩარსკოვის "გამარჯვებულნი"); ამერიკელი მეზღვაური (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"); პაველ ფომიჩი (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"); მესამე სენატორი (უ. შექსპირის "ოტელო"); ფონ ბოილ (გრ. ბერძენიშვილის "არწივის ბუდე"); გიორგი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"); შუფტერლე (ფ. შილერის "ყაჩაღები"); კორინსკი (ი. ფუჩიკის "ადამიანებო იყავით ფხიზლად"); ბერნარდო (უ. შექსპირის "ჰამლეტი"); ხოგაი (კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია"); უშიშა (ვაჟა - ფშაველას "მოკვეთილი"); თედორე ნაგოი (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"); ანდრია (თ. დონჟაშვილის "გამარჯვებულთა ღიმილი"); სპირიდონი (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"); ოთარ - ბეგი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"); პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"); არჯევანი (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"); გამომძიებელი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"); ზეზვა, ქურუმი (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი", "ამირანი"); ჯეკობი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა")ნესტორ ვარდოსანიძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"); გამომძიებელი ხელაძე, ბარონი დავითი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", "მზიანი ღამე"). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.132
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |