The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ჯინჯიხაძე

ივანე ჯინჯიხაძე
Date of birth:10 December, 1918  (106 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაბოსლევი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1945წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში; 1944-1966წწ. რუსთაველის თეატრის მსახიობი, ხოლო 1966 წლიდან თეატრის დასის ხელმძღვანელია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია - ქუთაისის თეატრში: ონისე (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), რუსთაველის თეატრში: დაუდბეგი (დ. ერისთავის "სამშობლო"); ჯონდი (ე. პატარიას "უჩა უჩარსია"); გონჯილა, ნოდარ ჩოლოყაშვილი (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", "ქეთევან დედოფალი"); სტუდენცოვი (ბ. ჩარსკოვის "გამარჯვებულნი"); ამერიკელი მეზღვაური (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"); პაველ ფომიჩი (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"); მესამე სენატორი (უ. შექსპირის "ოტელო"); ფონ ბოილ (გრ. ბერძენიშვილის "არწივის ბუდე"); გიორგი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"); შუფტერლე (ფ. შილერის "ყაჩაღები"); კორინსკი (ი. ფუჩიკის "ადამიანებო იყავით ფხიზლად"); ბერნარდო (უ. შექსპირის  "ჰამლეტი"); ხოგაი (კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია"); უშიშა (ვაჟა - ფშაველას "მოკვეთილი"); თედორე ნაგოი (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"); ანდრია (თ. დონჟაშვილის "გამარჯვებულთა ღიმილი"); სპირიდონი (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"); ოთარ - ბეგი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"); პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"); არჯევანი (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"); გამომძიებელი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"); ზეზვა, ქურუმი (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი", "ამირანი"); ჯეკობი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა")ნესტორ ვარდოსანიძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"); გამომძიებელი ხელაძე, ბარონი დავითი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", "მზიანი ღამე").

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.132


Share: